ფეხბურთი

14:58 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“როსტოვმა “ანჟის” ანანიძის გარეშე მოუგო

“როსტოვმა”, სადაც ჯანო ანანიძე გამოდის, რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში მახაჩყალის “ანჟი” სტუმრად 1:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი “როსტოვის” 18-კაციან განაცხადში არ იყო. რუსული პრესის ინფორმაციით, ანანიძის ართამაშის მიზეზი უცნობია. მანამდე, მან სამივე მატჩი ჩაატარა – ორი შეცვლაზე და ერთი სასტარტოში.

ამ გამარჯვების შემდეგ, “როსტოვი” სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა, მაგრამ შაბათ-კვირას რუსეთის პრემიერლიგაში ტურის დანარჩენი თამაშებია ჩასატარებელი.


0.11638