ფეხბურთი

16:00 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“როსტოვის” ვიცეპრეზიდენტი: “ანანიძის დამატება დიდი ხანია გვსურდა”

რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ “როსტოვის” ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე შიკუნოვმა განაცხადა, რომ საკუთარ რიგებში ანანიძის ხილვა, დიდი ხანია სურდათ.

“ამ კვალიფიცირებული ფეხბურთელის ჩვენ გუნდში ხილვა დიდი ხანია გვსურდა. ანანიძე სწრაფი, ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია. შესაძლოა, ასაკიდან გამომდინარე, სათანადო ფიზიკური მონაცემები არ აქვს, მაგრამ ის მოაზროვნე მოთამაშეა, რომელმაც “სპარტაკის” სკოლა გაიარა. დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, ყველა შესაძლებლობა აქვს”, – იუწყება შიკუნოვის სიტყვებს “როსტოვის” ოფიციალური ვებგვერდი.

შიკუნოვმა ისიც აღნიშნა, რომ “როსტოვს” ანანიძის დონის ფეხბურთელის ყიდვის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ, ქართველი ნახევარმცველი იჯარით აიყვანეს.

0.134634