“როსტოვის” მთავარი მწვრთნელის მიოდრაგ ბოჟოვიჩიც განცხადებით, ჯანო ანანიძე სრულად გამოჯანმრთელდა და რუსეთის საფეხბურთო თასის ფინალში სათამაშოდ მზადაა.
“მას კოჭი ტკიოდა და რამდენიმე თამაში ტკივილგამაყუჩებელი ნემსების გაკეთების შემდეგ ჩაატარა. ამის გამო, მოსკოვის “დინამოსთან” მატჩში არ გავრისკეთ და გამოჯანმრთელების საშუალება მივეცით. ახლა ჯანო სრულ მზადყოფნაშია” – განაცხადა ბოჟოვიჩმა პრესკონფერენციაზე.
რუსეთის თასის ფინალი 8 მაისს ჩატარდება და “როსტოვი” “კრასნოდარს” დაუპირისპირდება.