რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე “როსტოვის” მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯანო ანანიძე ნებისმიერი დონის ჩემპიონატში ითამაშებდა.
“ჯანო ჩემი სიხარულია. ჯერ კიდევ “სპარტაკში” აჩვენებდა, რომ მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია. ის ნებისმიერ ჩემპიონატში ითამაშებს. ჯანოს “ნათელი” გონება და მაღალი ტექნიკა აქვს. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ “სპარტაკში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. მიხარია, რომ ანანიძე და ძიუბა ”როსტოვში” თამაშს დათანხმდნენ. მათთან მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა. ჩემი აზრით, მათი თამაშის ყურება გულშემატკივრებსაც სიამოვნებთ” – თქვა ბოჟოვიჩმა.