შესაძლოა, ფლორენციის “ფიორენტინას” ახალწვეულმა ჯუზეპე როსიმ “სიენასთან” იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში ითამაშოს. Football Italia-ს ცნობით, ფორვარდს “იებში” დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში ექნება.
მოგეხსენებათ, როსი მუხლის მძიმე ტრავმის გამო დიდი ხანია ლაზარეთშია. სადღეისოდ, იტალიელის საქმე უკეთესობისკენ მიდის და მოედანსაც ამ სეზონშივე დაბრუნდება. სრული გამოჯანმრთელებისთვის, თავდამსხმელს კიდევ რამდენიმე კვირა სჭირდება.
ტოსკანური დერბი, სადაც როსის თამაშს ელიან, მაისის შუა რიცხვებში ჩატარდება.