ფეხბურთი

11:25 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

როსიცკი: “შანსი არ მომცეს”

“არსენალის” ნახევარმცველი ტომაშ როსიცკი გუნდში თავისი როლით უკმაყოფილოა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლონდონელთა 33 წლის ჩეხი ლეგიონერი მინდორზე ერთხელაც არ გასულა. ფეხბურთელსა და “მეთოფეებს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას კი ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურება.

“შანსი არ მეძლევა და რა გასაკვირია, რომ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ სანამ პრინციპულ გადაწყვეტილებაზე დავფიქრდები, მინდა პრობლემის მოსაგვარებლად ვიბრძოლო. ძალ-ღონეს არ დავიშურებ. ბოლო შეხვედრებში კარგად ვერ ვითამაშეთ. ვფიქრობ, შემეძლო გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ შანსი არ მომეცა” – ციტირებს ტომაშ როსიცკის სიტყვებს ბრიტანული პრესა.

0.123634