ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი ვეტერანი ნახევარმცველის – ტომაშ როსიცკის თამაშით კმაყოფილია და მისი შენარჩუნება მომდევნო სეზონისთვისაც სურს. ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა The Telegraph-თან საუბარში განაცხადა.
“როსიცკი ჩვენთან დარჩება. ახალ კონტრაქტზე უკვე შევთანხმდით და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ”, - განაცხადა ვენგერმა.
რამდენადაც ცნობილია, ლონდონელები 33 წლის ჩეხთან კონტრაქტს წელიწადით გაახანგრძლივებენ. როსიცკის “მეთოფეებთან” მოქმედი ხელშეკრულება ივნისში ეწურება.