ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელი ჯუზეპე როსი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელ იტალიურ განაცხადს მიღმა დარჩა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჩეზარე პრანდელის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია. ფეხბურთელი ირწმუნება, რომ ბოლო დროს გავრცელებული ხმები, თითქოს იგი ოპტიმალურ ფორმაში არაა, სრული სიცრუეა.
“ვინც ამბობს რომ მე სათანადო ფორმაში არ ვარ, ძალიან ცდება. შეგიძლიათ ამ შეკითხვით მათ მიმართოთ, ვინც სავარჯიშო პროცესში უშუალოდ იყო ჩართული. ყველა იტყვის, რომ პატარა პრობლემაც კი არ არსებობს. უბრალოდ სასაცილოა. მინდა ჩემს ნაკრებს წარმატება ვუსურვო – წინ, იტალია!” – დაწერა ჯუზეპე როსიმ თავის ტვიტერზე.