იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ჯუზეპე როსი გერმანიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. იტალიური პრესის ცნობით, ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელს სურდო აქვს.
ამ მიზეზით, როსი იტალიის ნაკრების უკანასკნელი ვარჯიშები გამოტოვა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელს მაღალი სიცხე აქვს და საფეხბურთო მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს.
გადაწყვეტილია, რომ როსი გერმანიასთან პარასკევს გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სავარაუდოდ, იტალიელი თავის ნაკრებს ნიგერიასთან შეხვედრაში დაუბრუნდება.