იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჯუზეპე როსი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საკუთარ კედლებში სომხეთთან ნათამაშებ ფრეს (2:2) კანონზომიერ შედეგს უწოდებს.
“მშვენიერი ნაკრები გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს რამდენიმე ეპიზოდში უიღბლობამ შეგვიშალა ხელი და თამაშის განმავლობაში ორჯერ ჩამოვრჩით. შეხვედრის სცენარიდან გამომდინარე, ფრე სამართლიანი შედეგი იყო” – უთხრა როსიმ ჟურნალისტებს.
“სკუადრა აძურას” ფორვარდმა მთავარ მწვრთნელ ჩეზარე პრანდელის მიერ სოციალური ქსელებით სარგებლობაზე დაწესებული შეზღუდვის თაობაზეც გააკეთა კომენტარი:
“ეს ფეხბურთელებისთვის ცხადია პატარა დისკომფორტი იყო, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა” – დასძინა ჯუზეპე როსიმ.