ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელი ჯუზეპე როსი ახალ სეზონს ამბიციური გეგმებით ხვდება და აცხადებს, რომ მის გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა ხელეწიფება.
“მოახლოებული ჩემპიონატი ძალიან დაბალანსებული და დარწმუნებული ვარ, საინტერესოც იქნება.
“იუვენტუსს”, “ინტერსა” და “მილანს”, რომლებიც სკუდეტოზე პრეტენზიას აცხადებენ, ძალიან გაუჭირდებათ. “ფიორენტინამ”, “ნაპოლიმ” და “რომამ” ძლიერი გუნდები შექმნეს, რომლებსაც ბრძოლა შეუძლიათ. ვთვლი, რომ ტიტულისთვის ბოლომდე ბრძოლას შევძლებთ.” – აცხადებს ჯუზეპე როსი, რომელმაც მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ, გასულ სეზონში, “ფიორენტინას” მაისურით, 1 თამაში ჩაატარა.