ფეხბურთი

22:38 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

როსი დაბრუნებას ფინალისთვის გეგმავს

“ფიორენტინას” ფორვარდი ჯუზეპე როსი იმედოვნებს, რომ იტალიის თასის ფინალისთვის მზადყოფნაში იქნება. ფინალური მატჩი 3 მაისს გაიმართება და ფლორენციელები ტიტულისთვის “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ 27 წლის თავდამსხმელმა იანვარში მუხლის ტრავმა მიიღო და ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის.

“ყოველდღიურად ვასრულებ აღდგენით ვარჯიშებს და მხოლოდ ფინალზე ვფიქრობ” – ამბობს როსი.

ფეხბურთელის განცხადებით, “ფიორენტინაში” თამაში მისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, იგი გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ ფლორენციაში ყველა ფეხბურთით ცხოვრობს.

“ამ გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელებს უთამაშიათ და იმედი მაქვს, ჩვენც შევძლებთ გავახაროთ ფლორენციელები, რომელთაც “ფიორენტინას” არაერთი ხმაურიანი გამარჯვება უნახავთ” – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას როსიმ, რომელმაც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 

0.112459