ფლორენციის “ფიორენტინას” ფორვარდი ჯუზეპე როსი ტრავმირებულია. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელის გამოჯანმრთელებას 2 კვირა დასჭირდება.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა დაზიანება “პარმასთან” გამართულ მატჩში (2:2) მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. ჯერჯერობით, ფლორენციელები ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებენ.
ამრიგად, როსი “ფიორენტინას” უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, ფორვარდი ვერც იტალიის ეროვნულ ნაკრებში შეძლებს თამაშს. რამდენადაც ცნობილია, “სკუადრა აძურას” სამწვრთნელო შტაბი ნაკრებში როსის დაბრუნებას ოქტომბერში გეგმავდა.