ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” ნახევარმცველით გაძლიერებას გეგმავს. კატალონიური პრესის ცნობით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები მიუნხენის “ბაიერნში” გაყიდული ტიაგო ალკანტარას შემვლელს ეძებენ.
როგორც ირკვევა, “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნეები არიან: ჯეკ უილშირი (“არსენალი”), ილკაი გუნდოგანი (“დორტმუნდი”) და კოკე (“ატლეტიკო”).
აღსანიშნავია, რომ გუნდოგანის გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალსაც” სურთ.