ფეხბურთი

17:26 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსელი: “თუ ვილანოვა გამოჯანმრთელდა, კლუბში აუცილებლად დაბრუნდება”

 “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი აცხადებს, რომ კატალონიური გუნდის ყოფილი დამრიგებელი ტიტო ვილანოვა, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, გუნდს აუცილებლად დაუბრუნდება, მაგრამ ჯერ უცნობია, რა პოზიციაზე.

“ტიტოს ავადმყოფობა ყველაზე ცუდი რამაა, რაც ჩემი პრეზიდენტობის დროს მოხდა. ის ძლიერი ადამიანია, რომელიც არ დანებდება. თუ ვილანოვა გამოჯანმრთელდება, ის გუნდში აუცილებლად დაბრუნდება. არ ვიცი, რა როლში, მაგრამ დაბრუნდება.” – აცხადებს სანდრო როსელი.

ვილანოვამ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი მიმდინარე წლის ივლისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სექტემბერში, ის კლუბში დაბრუნდებოდა და სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას მრჩეველი იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

0.113058