ფეხბურთი

13:14 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

როსელი: “ნეიმარში 57.1 მილიონი გადავიხადეთ”

 

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ის ზუსტი თანხა დაასახელა, რაც კლუბმა “სანტოსს” ნეიმარის სანაცვლოდ გადაუხადა. კატალონიური პრესის ცნობით, “ბლაუგრანას” 21 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი 57.1 მილიონი ევრო დაუჯდა.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონამ” ნეიმარში რეალურად გადახდილი თანხა დამალა და სინამდვილეში, “სანტოსს” 95 მილიონი ევრო გადაუხადა. სანდრო როსელი სწორედ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა: “ნეიმარის ტრანსფერზე რომ გეკითხათ, აუცილებლად გეტყოდით, რომ მასში 57.1 მილიონი ევრო გადავიხადეთ. ამ თემასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვიტყვი. “ბარსელონა” მედიისთვის ყოველთვის გამჭვირვალედ მუშაობს, მაგრამ არსებობს საკითხები, რაც კონფიდენციალური შეთანხმების ნაწილია”.

0.117984