ფეხბურთი

11:55 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსელი მსაჯობით შოკირებულია

კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა, კომენტარი მადრიდის “რეალის” მიერ “ელჩეს” დამარცხებაზე (2:1) გააკეთა და მსაჯებს ქმედება დაუწუნა.

შეგახსენებთ, რომ “ელჩემ” მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე წონასწორობა აღადგინა, რასაც მე-5 დამატებულ წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული საკამათო თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვების გოლად გარდასახა.

მთავარმა მსაჯმა მუნიეს ფერნანდესმა, კარლოს სანჩესის მხრიდან პეპეზე წესების დარღვევა დააფიქსირა და ამ ეპიზოდზე როსელმა კომენტარი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭოზე გააკეთა.

“ჯერაც ვერ დამიჯერებია ის, რაც მოხდა. ამ სიტუაციაში, ფაქტები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებენ”, - თქვა მან.

0.137627