კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს შემუშავებული აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელი ლიონელ მესი მომდევნო წელს უნდა გაიყიდოს. Oneworldsports-ის ცნობით, როსელი არგენტინელს მაშინ გაყიდის, როცა მისი სატრანსფერო ფასი ყველაზე მაღალი იქნება.
შესაძლოა, ამ ტრანსფერმა კატალონიურ გრანდს 200 მილიონი ევრო მოუტანოს. ამ შემთხვევაში, არგენტინის ნაკრების კაპიტანი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მესისთვის ანაზღაურების გაზრდას დათანხმდა.