ფეხბურთი

11:02 | 21.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსელი: “მესი ყველაზე მაღალ ხელფასს იმსახურებს”

“ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, გაუმჯობესებული ფინანსური პირობებით. კატალონიური კლუბის თავკაცმა ამ დღეებში, ერთ-ერთი სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არგენტინელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და შესაბამისად, საუკეთესო გასამრჯელოსაც იმსახურებს.

გარდა ამისა, როსელი ფეხბურთელის მამას ხორხე მესისაც დაჰპირებია, ლიონელის არგენტინიდან დაბრუნებისთანავე ციფრებზე დავილაპარაკებთო.

შეგახსენებთ, მესიმ ახლახან “ბარსელონას” ვიცეპრეზიდენტი ხავიერ ფაუსი გააკრიტიკა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონტრაქტის პირობების გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

0.129875