ფეხბურთი

22:03 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსელი: “ბარსელონა” კვლავ მსოფლიოში საუკეთესოა”

 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის წოდება მოიპოვა, კომენტარი კატალონიელთა პრეზიდენტმა გააკეთა. სანდრო როსელმა ტიტო ვილანოვა და ერიკ აბიდალი გამოყო და გარდა ამისა, “ბარსას” მსოფლიოს საუკეთესო გუნდი უწოდა.

“ეს ტიტული განსაკუთრებულია. ეს ჯილდო ჩვენი ძალისხმევის, მებრძოლი სულისა და ექსტრაორდინალური ფეხბურთელების დამსახურებაა.

თუ 2 ადამიანის გამოყოფა მომიწევს, ტიტო ვილანოვასა და ერიკ აბიდალს დავასახელებ. ჩვენს წინაშე არსებული სირთულეებისა და პრობლემების გათვალისწინებით, ეს ჩემპიონობა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტად განსაკუთრებულია.

კვლავ პლანეტის საუკეთესო გუნდი ვართ. თუმცა, საკუთარ თავს კრიტიკული თვალით უნდა შევხედოთ. ის, რისი გაუმჯობესებაც შესაძლებელია, უნდა გავაუმჯობესოთ.” – ციტირებს როსელის სიტყვებს Marca.

0.12229