ავტოსპორტი

22:32 | 20.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი ბაჰრეინშიც ჯერჯერობით უსწრაფესია

ფორმულა ერთში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ, ნიკო როსბერგი ბაჰრეინშიც ჯერჯერობით ყველაზე სწრაფია. პირველი ორი პრაქტიკის ჯამში, სწორედ მას აქვს საუკეთესო დრო. ისიც უნდა ითქვას, რომ ბაჰრეინული რბოლები ადგილობრივ პროტესტანტებსა და პოლიციას შორის მძაფრი შეტაკებების აკომპანიმენტით მიმდინარეობს. პირველ სესიაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო, რომელიც ამ სეზონში მესამე ადგილებს მიეძალა. არადა, პირველ ორ ეტაპზე სტარტი პოულიდან აიღო.

„კარგად დავიწყეთ, თუმცა ჩვენი მიზანი კვლავ სარბოლი ტემპის გაზრდაა. აქ ყოველთვის ურთულეს პირობებში გვიწევს რბოლა. განსაკუთრებით კი საბურავები იტვირთება, რომელტა გაფრთხილებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, - ამბობს როსბერგი, რომელმაც პირველი გამარჯვება თავის 111-ე რბოლაში მოიპოვა.

ორი სესიის ჯამში, მეორე და მესამე საუკეთესო დროები „რედ ბულის“ მარკ უებერს და სებასტიან ფეტელს აქვთ. ჰამილტონმა მეორე სესიაზე მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა, თუმცა ის დილის შედეგზე ოდნავ უარესია.

საბურავების ფაქტორს მთავარ როლს ანიჭებს ჰამილტონიც, რომელიც ამბობს, რომ სიცხის გამო, რეზინი ძალიან რბილდება და ისეთ ეფექტს ქმნის, თითქოს მანქანა ყინულზე სრიალებს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ სამ რბოლას, ამდენივე განსხვავებული გამარჯვებული ჰყავს. სამაგიეროდ, ჯერ ერთი რბოლას არ მოუგიათ ფეტელს და ჰამილტონს, რომლებმაც გასულ სეზონში ყველაზე მეტი გამარჯვება იზეიმეს.

მეორე სესია გააცდინა „ფორს ინდიამ“, რომლის ორ თანამშრომელსაც წინა საღამოს ინციდნტი შეემთხვა - სასტუმროში დაბრუნებულებს, მათ ბენზინის ბომბები ესროლეს. გუნდმა ორივეს შინ გამგზავრების საშუალება მისცა და მეორე სესიაზე იმის გამო არ გამოვიდა, რომ სხვებისთვის დასვენების საშუალება მიეცა, რადგან მათ სასტუმროში დაბრუნება და იქ დასვენება ვეღარ მოახერხეს. გუნდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბობ ფერნლიმ განაცხადა, რომ „ფორს ინდია“ კვალიფიკაციის და რბოლის გაცდენას არ აპირებს.

 

ბაჰრეინის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:33.572

2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:33.877

3. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:34.150

4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:34.249

5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:34.277

6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:34.344

7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:34.483

8. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო)             1:34.552

9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:34.609

10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:34.847

11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:35.024

12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:35.268

13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:35.436

14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:35.497

15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:35.719

16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:35.929

17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:36.195

18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)                1:36.330

19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1:36.484

20. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:36.591

21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           1:37.467

22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:38.006

23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:38.877

24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:39.996

 

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:32.816

2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო)             1:33.262

3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:33.525

4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:33.747

5. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:33.862

6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:34.246

7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                           1:34.411

8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:34.449

9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:34.615

10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                            1:34.893

11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:34.895

12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:34.941

13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          1:35.183

14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:35.229

15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:35.459

16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი)                  1:35.913

17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:35.968

18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:36.169

19. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                             1:36.587

20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:37.803

21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:37.812

22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:39.649

23. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            არ გამოსულა

24. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)         არ გამოსულა

 

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096017