კალათბურთი

16:01 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონენ გინზბურგი: “თბილისში შესარჩევი ციკლის ყველაზე რთული მატჩი გველის”

ჩეხთა მწვრთნელი ქართველებს ფარქვეშ უფრთხის და პერიმეტრის იმედი აქვს


2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სტარტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჩეხეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონენ გინზბურგმა თბილისში გამომგზავრების წინ საქართველოს ეროვნულ გუნდთან 10 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ურთულესი დაპირისპირების მოლოდინშია.

“ვფიქრობ, თბილისური მატჩი შესარჩევ ციკლში ყველაზე მძიმე იქნება. გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს იოლად კი მოვუგეთ, მაგრამ ახლა, სულ სხვა თამაში იქნება. ქართველებს ძალიან კარგი კალათბურთელები ჰყავთ და თან, შინ გაცილებით ძლიერად ასპარეზობენ.

ვესელის, ბენდას და ჰოუსკას არყოფნაში, ნათელია, რომ ფარქვეშ მათთან ჭიდილი გაგვიჭირდება, სამაგიეროდ, პერიმეტრზე უნდა ვიყოჩაღოთ. ამ მხრივ თავის გამოჩენა გამოცდილ კალათბურთელებს მართებთ, როგორებიც ირჟი ველში, ლუბოშ ბარტონი და ტომაშ სატორანსკი არიან.

ისე კი, კარგია, რომ ქართველებთან პირველი მატჩი სტუმრად გვაქვს. ჯგუფში მეტოქეთა ძალების გათვალისწინებით, შეიძლება, საქართველოს ნაკრებთან მე-2 შეხვედრა პირველობის თვალსაზრისით გადამწყვეტი აღმოჩნდეს და მისი შინ მიღება გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს”.

0.118899