პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 7 სექტემბერს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ალბანეთის დამარცხებას ეცდება.
აღსანიშნავია, რომ გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის ვერ მოხვდა მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. 29 წლის ფორვარდმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სადებიუტო ტურში მოედანზე 90 წუთი გაატარა და “კორდობას” გოლიც გაუტანა, ბენტუს მიაჩნია, რომ ბარძაყისა და მუხლის ტრავმების სერიის შემდეგ, რომლებიც მას ჯერ კიდევ გასული სეზონიდან აწუხებს, კრიშტიანუ სათანადო კონდიციებში ჯერაც ვერ შევიდა და საკუთარი გადაწყვეტილებაც ამით ახსნა.
“არის კითხვები მის კონდინციებთან დაკავშირებით. კრიშტიანუ, შესაძლოა, ხშირად თამაშობდეს, მაგრამ მას ორთაბრძოლებში შესვლა არ შეუძლია” - თქვა ბენტუმ.
7 სექტემბერს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელები ითამაშებენ:
მეკარეები: ედუარდო (“დინამო”, ზაგრები), ლოპეში (“ლიონი”), პატრისიუ (“სპორტინგი”);
მცველები: ალმეიდა (“ბენფიკა”), ანტუნეში (“მალაგა”), კოენტრაუ (“რეალი”), რიკარდუ კოშტა (“ალ-საილია”), ნეტუ (“ზენიტი”), პეპე (“რეალი”), ჟოაუ პერეირა (“ვალენსია”), ვეჟუ (“ვალენსია”);
ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიო (“სპორტინგი”), ანდრე გომეში (“ვალენსია”), მეირელეში (“ფენერბახჩე”), მოუტინიო (“მონაკო”), ადრიენ სილვა (“პორტინგი”), ტიბა (“ბრაგა”), ველოზუ (“დინამო”, კიევი);
თავდამსხმელები: ბრუმა (“გალათასარაი”), ედერი (“ბრაგა”), ორტა (“მალაგა”), კავალიერო (“დეპორტივო”), ნანი (“სპორტინგი”), ვიეირინია (“ვოლფსბურგი”).