ფეხბურთი

20:03 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მუნდიალზე ოთხი პირადი მცველი ეყოლება

ბრაზილიაში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დროს პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს 4 პირადი მცველი დაიცავს.

ბრაზილიურმა გაზეთმა Lance-მ მუნდიალის მონაწილეთა მოთხოვნები გამოაქვეყნა. პორტუგალიელები 6 პირად მცველს დაიქირავებენ, რომელთაგან როგორც აღვნიშნეთ, 4 რონალდუს მოემსახურება.

ეკვადორის ნაკრებმა ორგანიზატორებისგან ყოველ დღე თითო კალათი ბანანი მოითხოვა, ხოლო იაპონელებს სურთ, რომ თითოეულ ფეხბურთელს ცალკე სააბაზანო ოთახი ჰქონდეს ჰიდრომასაჟით.

ყოველ ალჟირელ ფეხბურთელს ყურანის საკუთარი ეგზემპლიარი ექნება, ავსტრალიის ეროვნულ გუნდს კი, სასტუმროში ცხოვრება მარტო სურს. ნაკრებების მხრიდან ყველაზე გავრცელებული მოთხოვნა მაღალი ხარისხის ინტერნეტია.

0.114885