ფეხბურთი

14:18 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მალენკოს შეურაცხყოფისთვის სასჯელი ელის

მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც “ბარსელონასთან” 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ მთავარ მსაჯ უნდიანო მალენკოს მშიშარა უწოდა, დისკვალიფიკაცია ელის.

ელ კლასიკოს მსვლელობის დროს კატალონიელებმა სწორედ რონალდუს წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. 28 წლის ფეხბურთელმა ეს გააპროტესტა და ყვითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა, მატჩის შემდგომ კომენტარებში პორტუგალიელმა მსაჯს მშიშარაც უწოდა და მისი ეს გამონათქვამი დისციპლინართა დაინტერესების საგანი გახდა.

Marca-ს ცნობით, არბიტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა ვიქტორიანო სანჩეს არმინიომ განაცხადა, რომ მსგავსი გამონათქვამების გამო კრიშტიანო უნდა დაისაჯოს: “არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი საქციელის გამო რონალდუს წინააღმდეგ სანქციები გამოვიყენოთ”.

 

 

0.121217