ფეხბურთი

10:44 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ინციდენტი 600 ევროდ შეფასდა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის “ატლეტიკო” “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო 600 ევროთი დააჯარიმა.

11 თებერვალს, ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში “ატლეტიკოს” ქომაგების ტრიბუნიდან ნასროლი სანთებელა პორტუგალიელ თავდამსხმელს თავში მოხვდა. შეგახსენებთ, შეხვედრა “რეალმა” 2:0 მოიგო და ორივე გოლი სწორედ რონალდუმ გაიტანა.

უკვე იმ ადამიანის ვინაობაც დაადგინეს, რომელმაც სანთებელა ისროლა და სავარაუდოდ მას უფრო მკაცრი სასჯელი ელის. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094307