საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა ინგლისურ “ბორნმუტსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულუ ამხანაგური შეხვედრის (0:6) დროს. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც სტუმართა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი კარს უკამ მჯდომ 11 წლის გულშემატკივარს მოხვდა. შედეგად, ინგლისელმა ქომაგმა ხელი 2 ადგილზე მოიტეხა.
“ხელი ძალიან მტკიოდა. მეგობრებს არ სჯერათ, რომ ხელი თვით კრიშტიანუ რონალდუმ მომტეხა. ბურთს ბოლო მომენტამდე ვერ ვხედავდი. დავინახე, რომ ის ჩემი მიმართულებით მოდიოდა და ხელი რომ არ ამეფარებინა, თავში მომხვდებოდა. “ – აცხადებს 11 წლის ჩარლი სილვერვუდი.
აღსანიშნავია, რომ სილვერვუდმა, ძლიერი ტკივილის მიუხედავად, სტადიონი თამაშის დამთავრებამდე არ დატოვა.
ეპიზოდი უყურადღებოდ არ დარჩენიათ მადრიდულ კლუბში. “რეალმა” 11 წლის ინგლისელს გუნდის მაისური გაუგზავნა, რომელსაც ყველა ფეხბურთელის ხელმოწერა ამშვენებს.