მადრიდის “რეალის” ვარსკვლავის – კრიშტიანუ რონალდუს შესაძენად ერთბაშად რამდენიმე კლუბი გააქტიურდა. AS-ის ცნობით, პორტუგალიელის მსურველთა სიაში არიან “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “პარი სენ-ჟერმენი” და “მონაკო”.
აღნიშნული კლუბები რონალდუში 60 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად და თავად ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 23 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამ შემთხვევაში, მადრიდელთა შემტევი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ “რეალთან” კონტრაქტს 2018 წლამდე იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს, თუკი მადრიდელები წელიწადში 20 მილიონ ევროს გადაუხდიან.