ფეხბურთი

12:19 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ახალი რეკორდი

 

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ბომბარდირულ მიღწევებში ახალი თამასა დააწესა.

მადრიდის “ატლეტიკოსთან” ლისაბონში 4:1 მოგებული ფინალური მატჩის დამატებული დროის მიწურულს გატანილი თერთმეტმეტრიანი, ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში, 29 წლის ფეხბურთელისთვის მე-17 გოლი იყო. რონალდუმ ამით საკუთარი წლევანდელი მიღწევა გააუმჯობესა, თორემ “ბარსელონას” არგენტინელი შემტევის, ლიონელ მესის მიერ 2011/2012 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი (14 გოლი), პორტუგალიელმა “ბაიერნთან” ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მოხსნა.

ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშების ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) - 17
  2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) - 10
  3. დიეგო კოსტა (“ატლეტიკო”) - 8
  4. ლიონელ მესი (“ბარსელონა) - 8
  5. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) - 6
  6. რობერტო ლევანდოვსკი (“დორტმუნდი”) - 6

 აღსანიშნავია, რომ რონალდუ და მესი სწრაფი ტემპებით ეწევიან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ რაულ გონსალესს, რომელსაც “რეალისა” და “შალკეს” მაისურით ჯამში 71 გოლი აქვს გატანილი, მისი მდევრების ანგარიშზე კი, 67-67 ზუსტი დარტყმაა. გამომდინარე იქიდან, რომ რაული აღარ თამაშობს, დიდი ალბათობით, ბომბარდირი მომავალ სეზონშივე შეიცვლება.

0.114044