მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში აცხადებს, რომ მისი კლიენტი მსოფლიოში საუკეთესოა და ეს მაშინ, როდესაც კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებს გოლის გატანის მეტი შანსი აქვთ.
“კრიშტიანუ რონალდუ უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, ვიდრე ლიონელ მესი. ნეიმარი შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ მისადმი დიდი პატივისცემისდა მიუხევად, ის ისეთივე კარგი არაა, როგორც კრიშტიანუ რონალდუ.
მოდით, დავაფასოთ მისი მიღწევები: ბოლო 4 წლის განმავლობაში, რონალდუს თამაშში, საშუალოდ, ერთი გოლი გააქვს.
“ბარსელონა” ყველა დროის საუკეთესო კლუბია. კატალონიელებს ესპანეთის ნაკრების საბაზო გუნდი ჰყავთ. ამ გუნდის ფეხბურთელებს გოლის გატანის მეტი შანსი აქვთ.
ამ დროს, “რეალი” კრიშტიანუსთან ერთად და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია. კრიშტიანუ რონალდუს დიდი როლი აკისრია.” – აცხადებს ჟორჟე მენდეში.
კრიშტიანუ რონალდუს, “რეალის” მაისურით ჩატარებულ 203 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი. იმ დროის განმავლობაში, როდესაც პორტუგალიელი “რეალში” თამაშობს, ლიონელ მესიმ, “ბარსელონაში”, 223 თამაშში 239 გოლი გაიტანა.