ფეხბურთი

16:43 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ვარჯიში განაახლა, ბეილს სურდო შეეყარა

 

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიში გაანაახლა და შესაძლებელია კლუბს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაეხმაროს. 29 წლის ფეხბურთელმა "რეალის" მაისურით ბოლო ოთხი თამაში ტრავმის გამო გამოტოვა, დღეს კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. მადრიდელთათვის რონალდუს დაბრუნება მშვენიერი სიახლეა, თუმცა დღესვე გაირკვა, რომ გარეთ ბეილს სურდო შეეყარა და მისი თამაში "ბაიერნის" წინააღმდეგ საეჭვო გახდა.  

კლუბის ოფიციალურმა საიტმა დღეს განცხადება გაავრცელა:

"მადრიდის "რეალმა" კვირის პირველი ვარჯიში ჩაატარა. კლუბი ემზადება ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩისთვის, რომელიც ოთხშაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. კრიშტიანუ რონალდუმ და სერხიო რამოსმა დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშეს."

გიორგი ბალახაძე

0.109227