პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ კუნთის ტკივილი იგრძნო და უკანასკნელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ AS-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელები ბაქოში იმყოფებიან, სადაც სამშაბათს აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. დისკვალიფიკაციის გამო, ამ შეხვედრაში მონაწილეობას რონალდუ ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი ეროვნული ნაკრების ბანაკში დარჩა.
სავარაუდოდ, რონალდუ “სარაგოსასთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უახლოესი ტურის მატჩში თამაშს შეძლებს.