ფეხბურთი

13:28 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ შესაძლოა მუნდიალი გამოტოვოს

ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პორტუგალიელთა თავკაცის პაულო ბენტოს განცხადებით, რონალდუს ბარძაყის კუნთთან ერთად ტერფის ტრავმაც აწუხებს.

"ჩვენ დრო თითქმის არ გვაქვს, რათა კრიშტიანუ სრულყოფილად მოემზადოს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს. უმთავრესი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა. 15 ივნისამდე ფიფა გვაძლევს საშუალებას ტრავმირებული ფეხბურთელის შეცვლის და თუ იმ დროისთვის რონალდუს ტრავმა ბოლომდე არ ექნება მორჩენილი, იგი მუნდიალს გამოტოვებს." - განაცხადა ბენტომ.

აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია იმედს არ კარგავს და "სამეფო კლუბის” ფიზიოთერაპევტი ხავიერ სანტამარია დაიქირავა, რათა კრიშტიანუ რონალდუს და პეპეს უმკურნალოს.

გიორგი ბალახაძე

 

0.115325