მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ უეფას ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სამეულში შევიდა. ტურინის “იუვენტუსთან” მატჩში (2:1) შესრულებული დუბლით, პორტუგალიელმა რუდ ვან ნისტელროის გადაასწრო და მე-3 ადგილი დაიკავა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, რონალდუს ანგარიშზე 57 გოლია, ნისტელროიმ კი, 56-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. რონალდუს უსწრებენ ლიონელ მესი (63 გოლი) და რაული (71 გოლი).
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, საწყის 3 ტურში, რონალდუმ 7 გოლი გაიტანა და ფილიპო ინძაგის რეკორდი გაიმეორა. იტალიელ მეგოლეს ეს შედეგი 2002-2003 წლების სეზონში ჰქონდა.