ფეხბურთი

11:52 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ გოლები ეუსებიოს მიუძღვნა

მადრიდის “რეალის” ბომბარდირმა კრიშტიანუ რონალდუმ ვიგოს “სელტასთან” გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ თავისი გოლები ახლახანს გარდაცვლილ ეუსებიოს მიუძღვნა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა “ოქროს ბურთის” შესახებაც ისაუბრა.

“მინდა მედიასაშუალებებს მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ეუსებიოს გარდაცვალებას უდიდესი ყურადღება დაუთმეს. ჩემი ორივე გოლი სწორედ მას ეძღვნება. ის ბრწყინვალე ადამიანი იყო, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ეუსებიო ყოველთვის პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გახლდათ.

რაც შეეხება “სელტასთან” მატჩს, ვიგოელებთან მხოლოდ მოგება გვმართებდა. თამაში რთული იყო, რადგან მეტოქე დაცვაში იდგა. საბედნიეროდ, 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ.

გადავწყვიტე, “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალს დავესწრო. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, მოვიგებ თუ არა ამ პრიზს. თუ ჯილდოს მე მივიღებ, კარგი იქნება, თუ არა და როგორც ყოველთვის – თამაშს გავაგრძელებ და ვეცდები სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო”, - განაცხადა რონალდუმ “სელტასთან” გამარჯვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა ვიგოელებს 3:0 სძლიეს, რონალდუმ კი, დუბლი შეასრულა.

 

0.127004