ფეხბურთი

22:14 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “ზუსტად ვიცი, რომ მწვრთნელი არ ვიქნები”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობას გამორიცხავს.

“არ ვიცი, რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მწვრთნელი არ ვიქნები. ეს ძალიან რთული საქმეა. თუმცა, მსურს საფეხბურთო სამყაროში დავრჩე.

სად ვიცხოვრებ, როდესაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ? ჯერ არ ვიცი, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მაშინ ესპანეთში.” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Marca.

0.121851