ფეხბურთი

11:06 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ზიდანის ბოდიშს ელის

“რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, ზინედინ ზიდანის მიერ გაკეთებული განცხადებით იმედგაცრუებული და გაბრაზებულია. შეგახსენებთ, “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ფრანგმა ასისტენტმა, ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა - წლეულს “ოქროს ბურთს” მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი იმსახურებს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიაო.

“მას შემდეგ, რაც “რეალთან” ახალი კონტრაქტი გავაფორმე, იმედი მქონდა, რომ სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრის სრული მხარდაჭერა მექნებოდა. სამწუხაროდ, შევცდი. ზიდანის სიტყვებით იმედგაცრუებული ვარ. იმედია, ბოდიშს მომიხდის”, – განაცხადა რონალდუმ.

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104905