თუკი მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველ გარეტ ბეილს შეიძენს, კრიშტიანუ რონალდუ ხელფასის გაორმაგებას მოითხოვს. Daily Mail-ის ცნობით, პორტუგალიელს სურს, რომ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად დარჩეს.
რონალდუს “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და სხვა კლუბების წინადადებებზე არ ფიქრობს, მაგრამ თავისი მოთხოვნები აქვს. სადღეისოდ, პორტუგალიელი კვირაში 160 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. საგულისხმოა, რომ მადრიდელები ბეილსაც სწორედ ამდენს სთავაზობენ.
თუკი “რეალი” რონალდუს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, პორტუგალიელი კვირაში 320 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.