უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს უკვე 8 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით, ერნან კრესპოს, ფილიპო ინძაგისა და რუდ ვან ნისტელროის გაუთანაბრდა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.
დიდი ალბათობით, რონალდუ რეკორდის გაუმჯობესებას შეძლებს, რადგან ჯგუფურ ეტაპზე, კიდევ 2 ტურია დარჩენილი. შანსი აქვს პსჟ-ს ლიდერ ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6-ჯერ გამოიჩინა თავი.
ცნობისათვის, ინძაგიმ და კრესპომ ჯგუფურ ეტაპზე 8 გოლი 2002/2003 წლების სეზონში დააგროვეს, ვან ნისტელროიმ კი, ამას 2004/2005 წლების სეზონში მიაღწია.