ფეხბურთი

10:42 | 27.02.2013 | ნანახია NaN - ჯერ

რონალდუ: “თვითრწმენა დავიბრუნეთ”

კატალონიის “ბარსელონასთან” კოპა დელ რეის 1/2-ფინალში გამარჯვების შემდეგ (3:1), მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა. 

“ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ. პირველიდან უკანასკნელ წუთამდე უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ. კარგია, რომ კონცენტრაციის შენარჩუნება 90 წუთის განმავლობაში შევძელით. უკანასკნელ პერიოდში, “კამპ ნოუზე” მშვენივრად ვთამასობთ. საქმე ისაა, რომ როგორც იქნა, კატალონიელებთან მატჩებში თავდაჯერება დავიბრუნეთ. ახლა, “ბარსელონასთან” შეხვედრა პრიმერა დივიზიონში მოგვიწევს. ასეთივე ფეხბურთის ჩვენება უნდა განვაგრძოთ. ვეცდებით, “ბარსა” კიდევ ერთხელ დავამარცხოთ”, - განაცხადა რონალდუმ. 
შეგახსენებთ, რომ “ელ კლასიკოში”, რონალდუმ დუბლი შეასრულა.

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:54 | 15.09.2016
paata68 (985)

ადმინ წერ გოგონები გამოვლენო და ბადეებში ქართველები არ ჩანან. რა ხდება?

03:09 | 15.09.2016
mushni (93569)

ცუდია

17:31 | 14.09.2016
BEERTRANCE (97819)

არადა გუშინ რა კარგი დღე გვქონდა.

16:39 | 14.09.2016
federer (17) (15576)

რა სტარტი გვქონდა და რა ცუდად გაგრძელდა მერე ვყელაფერი, მაგრამ 2 ოქროს მედალიც სერიოზული წარმატებაა და უკმაყოფილების საბაბაბი არ გვაქვს

0.063567