ფეხბურთი

15:20 | 8.06.2013 | ნანახია 1209 - ჯერ

რონალდუ “რეალთან” გაახანგრძლივებს

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. პორტუგალიელმა Reuters-ს უთხრა, რომ “სამეფო კლუბთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

“სულ მალე, “რეალთან” ახალ კონტრაქტს გავაფორმებ. მადრიდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და წასვლაზე არ ვფიქრობ”, - განაცხადა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა.

ცნობისათვის, გასულ სეზონში, რონალდუმ “რეალის” მაისურით 55 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი მიითვალა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.115942
1209