ფეხბურთი

12:17 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ “რეალის” ჩემპიონობაში დარწმუნებულია

მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დარწმუნებულია, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული მისი კლუბი გახდება. პორტუგალიელმა Marca-სთან მადრიდის “ატლეტიკოს” წარმატებულ ასპარეზობაზეც ისაუბრა.

“ატლეტიკოს” კარგი თამაში ნამდვილად არ მაკვირვებს. ეს გუნდი კარგად შეკრულია და ბრწყინვალედ ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. მიმდინარე სეზონში, “ატლეტიკო” ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს. მისი სახით, სერიოზული კონკურენტი გვყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ტიტულს “რეალი” დაეუფლება”, - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ 15 ტურის შემდეგ, “რეალი” სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და თანაბარქულიან ლიდერებს (“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს”) 3 ქულით ჩამორჩება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117716