ფეხბურთი

11:12 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მუნდიალის მოგებაზე ოცნებობს

 

2013 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მისი ოცნება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებაა. მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის თქმით, მისი მომდევნო მიზანი სწორედ ოქროს თასია.

“იმედია, ჯილდოებს მომავალშიც მრავლად მოვიგებ. მინდა, ფეხბურთის ისტორიაში შევიდე. მუნდიალის მოგება ჩემი ოცნებაა. ეს ჩემი კარიერის გვირგვინი იქნებოდა. იმედია, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გავხდები. უარს არც ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე ვიტყოდი”, - განუცხადა პორტუგალიელმა Marca-ს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე, რონალდუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ფინალში გავიდა, მაგრამ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან 0:1 დამარცხდა.

0.166818