მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კატალონიის “ბარსელონასთან” მარცხის (3:4) ერთ-ერთ მიზეზად მსაჯთა ბრიგადის არასწორ გადაწყვეტილებებს მიიჩნევს.
“მოედანზე “ბარსელონას” სასარგებლოდ 12 ადამიანი მოქმედებდა. მსაჯს კატალონიელთა გამარჯვება სურდა და ეს ყოველთვის ასე ხდება. მსაჯები არაფერს გვაცდიან. მგონი, მათ სურდათ, რომ “ბარსელონას” ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ნაბიჯი წინ გადაედგა. თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ, მაგრამ ფაქტია, მსაჯი არაობიექტურად მოქმედებდა.
“ბარსას” რომ წაეგო, საჩემპიონო რბოლას გამოეთიშებოდა. აქ უკვე 5 წელია ვარ და ვიცი, რა როგორაა მოწყობილი. არასდროს მინახავს, მსაჯები “რეალს” დახმარებოდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, ჩემპიონატს მოვიგებთ”, - განუცხადა პორტუგალიელმა ესპანურ მედიას.