ფეხბურთი

13:45 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ კვლავ ტრავმირებულია

 

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტან კრიშტიანუ რონალდუს კვლავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ფიფას ოფიციალური საიტის ცნობით, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავს ბარძაყის კუნთი და მუხლი აწუხებს.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, დიდი შანსია, რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩატასარებელი ამხანაგურ მატჩები გამოტოვოს. არაა გამორიცხული, პორტუგალიელს მუნდიალის სტარტიც გაუცდეს.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელთა რიგებში ტრავმები აქვთ მცველ პეპეს, ნახევარმცველ რაულ მეირელეშს და მეკარე ბეტუს.

0.115961