მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში პორტუგალიის მიერ შვედეთის მინიმალური ანგარიშით ძლევის შემდეგ, ერთადერთი გოლის ავტორმა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პორტუგალიელები შედეგით კმაყოფილები უნდა იყვნენ.
“უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. მართალია ორ და სამბურთიანი უპირატესობით მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ რაც მივიღეთ, იმითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ. წინ კიდევ ერთი ბრძოლა გველის. შვედეთშიც მოსაგებად ვიბრძოლებთ. ჩვენ ეს შეგვიძლია” – უთხრა რონალდუმ A Bola-ს.
ნამატჩევს მოკლე კომენტარი ეუსებიომაც გააკეთა. მინიმალური ანგარიშით მოგებით ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელიც კმაყოფილი დარჩა.
საპასუხო მატჩი შვედეთში 19 ნოემბერს შედგება.