ფეხბურთი

16:40 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ თანაგუნდელებთან ერთად არ ვარჯიშობს.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რონალდუ იმ 5 ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ინდივიდუალურად ემზადებიან. მის გარდა, მიკროტრავმები აქვთ რაულ მეირელეშს, უგო ალმეიდას, რუბენ ამორიმსა და ჟოაო მოუტინიოს.

რონალდუს ბარძაყის კუნთი აწუხებს. მან ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო.

0.133916