მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დარწმუნებულია, რომ ის ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სრულად გამოჯანმრთელებას მოახერხებს.
“შაბათს სრულ მზადყოფნაში ვიქნები. ახლა, სათამაშოდ მზად ჯერ არ ვარ, მაგრამ ფინალში აუცილებლად ვითამაშებ,” – აცხადებს რონალდუ.
29 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, ბოლო დროს, ტრავმებს ხშირად იღებს. ლა ლიგის უკანასკნელი 7 თამაშიდან მან მონაწილეობა მხოლოდ სამში მიიღო, აქედან ერთში სრულად. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ბოლო დაზიანება პრიმერას 38-ე ტურის წინ, მოთელვის დროს მიიღო.