მადირიდს "რეალის" ბანაკიდან შემაშფოთებელი ინფორმაცია გამოვიდა - გუნდის ლიდერმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, "დორტმუნდის" წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
ბოლო დღეებში, რონალდუს კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც, მან "ატლეტიკოსთან" გამართული მადრიდული დაპირისპირება გამოტოვა. თავდაპირველი პროგნოზით, დაზიანება სერიოზული არ იყო პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, "დორტმუნდის" წინააღმდეგ ითამაშებდა. თუმცა, Sky Sports-ის ცნობით, სიტუაცია გართულდა და რონალდუს მოედანზე ხილვა საეჭვოა.
არადა, შექმნილ ვითარებაში, "რეალს" რონალდუ ძალიან სჭირდება. პირველ მატჩში 1:4 წაგების შემდეგ, მადრიდელებს "დორტმუნდთან" სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ესაჭიროებათ.