ფეხბურთი

13:44 | 19.05.2014 | ნანახია 0 - ჯერ

რონალდუ და სუარესი “ოქროს ბუცს” გაიზიარებენ

     მადრიდის "რეალის"  და "ლივერპულის" თავდამსხმელები ევროპაში საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილ პრიზს "ოქროს ბუცს" გაიზიარებენ. პორტუგალიელმა და ურუგვაელმა ფეხბურთელებმა 2013/2014 წლების სეზონში 31-31 გოლი გაიტანეს.

ლუის სუარესს ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ნიუკასლის" წინააღმდეგ შანსი ჰქონდა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

კრიშტიანუ რონალდუმ პრიმერადივიზიონის ბოლო ტურში "ესპანიოლის" წინააღმდეგ მონაწილეობა ვერ მიიღო, არა და შანსი ჰქონდა ერვოპის ოქროს ბუცს ერთპიროვნულად დაუფლებოდა.

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა 1989/90 და 2004/05 წლების სეზონებშიც მოხდა. 1989/90 წლების სეზონში მექსიკელმა უგო სანჩესმა და ბულგარელმა ხრისტო სტოიჩკოვმა შესაბამისად მადრიდის "რეალის" და სოფიის ცსკას მაისურით 38-38 გოლი გაიტანეს.

2004/05 წლებში ტიერი ანრიმ და დიეგო ფორლანმა “ოქროს ბუცი” გაინაწილეს. ფრანგმა ფეხბურთელმა ლონდონის "არსენალში", ხოლო ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ვილიარეალში" 25-25 გოლი გაიტანეს.

საინტერესოა, რომ ავსტრიული "ზალცბურგის" ესპანელმა თავდამსხმელმა ჯონათან სორიანომ რონალდუსა და სუარესს ტოლი არ დაუდო და მათ მსგავსად 31 გოლი გაიტანა, თუმცა ბომბარდირთა დავაში მეხუთე ადგილზე გავიდა. საქმე ის გახლავთ, რომ ავსტრიის ჩემპიონატში გატანილი ერთი გოლი 1,5 ქულით ფასდება.

აქვე გთავაზობთ 2013/14 წლების საუკეთესო ბომბარდირთა ათეულს:

1. კრიშტიანუ რონალდუ _ მადრიდის "რეალი", 31 გოლი, 62 ქულა

* ლუის სუარესი _ "ლივერპული", 31 გოლი, 62 ქულა

3. ლიონელ მესი _ "ბარსელონა", 28 გოლი, 56 ქულა

4. დიეგო კოშტა _ მადრიდის "ატლეტიკო" , 27 გოლი, 54 ქულა

5. ჯონათან სორიანო _ "ზალცბურგი", 31 გოლი 46.5 ქულა

6. ჩირო იმობილე _ "ტორინო", 22 გოლი, 44 ქულა

7. ალფრეო ფინბოგასენი _ "ჰერენვენი",  29 გოლი 43.5 ქულა

8. დანიელ სტარიჯი _ "ლივერპული", 21 გოლი, 42 ქულა

9. ლუკა ტონი _ "ვერონა", 20 გოლი, 40 ქულა

10. იაია ტურე _ მანჩესტერ "სიტი", 20 გოლი, 40 ქულა

* ჯექსონ მარტინესი _ "პორტუ" 20 გოლი, 40 ქულა

* რობერტ ლევანდოვსკი _ "დორტმუნდი", 20 გოლი, 40 ქულა

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:55 | 12.09.2016
tomuri (1422)

კაი რა არ გრცხვენიათ მაინც? სად მარადონა და სად ეს ....

21:12 | 11.09.2016
mushni (93569)

მოვედიშეეეეეეეეეეეეეეეეეე

20:15 | 11.09.2016
BEERTRANCE (97819)

თამაში გოლის ფარდობით ჩამორჩება მაინც

21:11 | 11.09.2016
mushni (93569)

ტრანსუნიაშეეეეეეეეეეეეეეე

18:35 | 11.09.2016
gio-manchesteri (68)

ნუ მარადონა შემტევი ნახევარმცველი და ასევე ეგრედწოდებული second forward,ჰამშიკი კიდევ ცენტრალური ნახევარმცველია ამიტომაც ყოჩაღ სლოვაკს.სხვათაშორის სიმპათიები მაქვს მაგ ფეხბურთელისადმი.შეიძლება ვარსკვლავი არ არის,მაგრამ კარგი დონის ნახევარმცველია.

18:11 | 11.09.2016
Z U R A (18341)

ერთი სკუდეტო როგორ ვერ უნდა დადონ:@ იუვენტუსის ღორი დე დაც :@

21:12 | 11.09.2016
mushni (93569)

წელს გაჟიმავენ

17:39 | 11.09.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

ვალტერ მაცარის მწვრთნელობიдან მოყოლებული, ნაპოლის არა უშავს. კარგ, სასიამოვნო ფეხბურთს აჩვენებს. წელს რთული იქნება, მაგრამ იქნებ უახლოეს წლებში ერთი სკუдეტო მოარტყას კიдეც.
მე, როგორც მარაдონისტს ნამეტნავაд გამიხარдება ეგ ამბავი DDDD

17:19 | 11.09.2016
ARMANDO (6045)

სად მაშინდელი სერია ა სად ახლანდელიDD

16 გოლით გახდა მარადონა ბომბარდირი ახლანდელში კი მადრიდის აგენტი იგუაინი 3მაგდენს იტანსDD

17:16 | 11.09.2016
სავაშა__ (6590)

ჰამშიკი

17:16 | 11.09.2016
სავაშა__ (6590)

ყველაზე მაგარი კაცია

21:11 | 11.09.2016
mushni (93569)

მართლაც

0.066037